როგორც კი დგება დღის წესრიგში სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში იწყება გადაუდებელი შესყიდვის მობილიზება, რათა ის აუცილებელი მარაგების დონე არ ჩამოვიდეს ქვემოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
სრული გულწრფელობით გეტყვით, ამ საკითხზე თუ რაიმე დაინტერესება გექნებათ, აუცილებლად შემეკითხეთ და დამისვით რაც შეიძლება მეტი კრიტიკული შეკითხვა. რაც შეეხება რეზინის ბოტებსა და ფორმებს, ჩვენი სამსახურის რეჟიმიდან, იმ ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც შეიძლება, ნებისმიერ წუთს გახდეს საჭირო ჩვენი სამსახურის ჩართულობა, ჩვენ გვაქვს ძალიან საკმარისი გონივრული მარაგები. ეს ეხება, როგორც ტანისამოსს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლგამძლე ფორმას, სპეც-აღჭურვილობას და ა.შ. დაწყებული მცირე ხელსაწყოთი დამთავრებული მძიმე სპეც-აღჭურვილობით, რომელიც გაგვაჩნია მარაგებში. როგორც კი დგება დღის წესრიგში ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე. პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა ის აუცილებელი მარაგების დონე არ ჩამოვიდეს ქვემოთ. ვინაიდან, ხვალ რა სახის ღონისძიებაში და რა ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება მოგვიწიოს ჩართვა, როგორც ქვეყანაში ისე ქვეყნის გარეთ, ჩვენ ხომ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებს და მარაგების შევსებას. ვინაიდან, ხვალ რა სახის ღონისძიებაში და რა ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება მოგვიწიოს ჩართვა, როგორც ქვეყანაში ისე ქვეყნის გარეთ, ჩვენ ხომ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებს და მარაგების შევსებას. დღევანდელ სიტუაციაში, ძალიან არ მინდა. წავიდე სიღრმეებში, მაგრამ მინდა. მოვუწოდო კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, ჩემი ტელეფონი შემიძლია, პირდაპირ ეთერშიც დავასახელო, დაგვირეკონ, შეგვეკითხონ, დასვან კითხვა, მიიღონ პასუხები. ჩვენ არამარტო ჩვენს მეხანძრე-მაშველებს უზრუნველვყოფთ, არამედ სხვა სამსახურებსაც ვეხმარებით, რადგან მატერიალური რეზერვების მარაგები აქვს ჩვენს სამსახურს“,- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.