“კოჰაბიტაცია” გრძელდება, ფულს კი სუნი არ ასდის. ბიძინა ივანაშვილის “ქართუ ფონდმა” პლიუსები ჩაიწერა თავის ბუღალტერიაში – “ლაგუნა ვერეს” ტერიტორია “ნაციონალკას” სარფიანად მიჰყიდა.
„ქართუ ფონდმა” ლაგუნა ვერე გაყიდა – ინფორმაციას ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ირაკლი აბესაძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს, სადაც ასევე წერს, რომ ქონების მყიდველი შპს “ნეო სითი დეველოპმენტია“.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში არსებული 12 665 კვ.მ.-ის ქონების მომავალი მესაკუთრე „ნეო სითი დეველოპმენტია“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
შპს ნეო სითი დეველოპმენტი კი 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მმართველი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია (რომელიც 2012 წელს კენჭს ყვარელში იყრიდა – რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობიდან”, 2013 წელს კი, ანუ მაშინ, როდესაც დარწმუნდა, რომ “ნაცებმა” წააგეს, მარიკა ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ლანძღვაზე გადავიდა).
2012 წლის საარჩევნო მარათონის ფარგლებში, ყვარლის ერთი სოფლის მოსახლეობის შეკითხვაზე, როდის გაუყვანდნენ წყალს სოფელს, მიჰა სააკაშვილის ფავორიტკა მარიკა ვერულაშვილმა ასეთი “მარგალიტი” ისროლა – ციტატა:
„პრესსამსახურის უფროსი ვიყავი და ძალიან ცუდი კადრები მაქვს ნანახი. ჯარი უნდა გახსოვდეთ, რუსის ჯარი. 106 წლის ქალი სახლიდან ვერ გაიყვანეს, კადრები მაქვს ნანახი, ხუთი რუსის ჯარისკაცი რიგ-რიგობით როგორ აუპატიურებს ამ ქალს. ეს გველის ყველას თუ რუსის ჯარი შემოვა. ნახმარ ტუალეტებს რომ დაჟანგულ ტანკებზე დებდნენ და მიარბენინებდნენ, სასაცილო არ არის ეს!“
აი ასეთ სუბიექტის ხელში აღმოჩნდა ახლა თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასვენების ცენტრი, რომელიც დიდი ხანია, ხელოვნურად იქნა გავერანებული.
უნდა აღინიშნოს, რომ „ლაგუნა ვერეს“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის (ივანაშვილის) საქველმოქმედო ფონდი „ქართუა”.
BMG გარიგების ღირებულების და სხვა დეტალების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას შეეცდება.