გია ვოლსკი – შინდისის გმირებზე: ასეთი ვაჟკაცების მაგალითზე იზრდება საქართველოში მომავალი თაობა

ასეთი ვაჟკაცების მაგალითზე იზრდება საქართველოში მომავალი თაობა. სიამაყეს გმატებს, რომ მტერი ასე ადვილად საქართველოს ვერასდროს დაამარცხებს და ქედს მოახრევინებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შინდისის გმირებზე საუბრისას განაცხადა.

ისტორიის შემქმნელები თავიანთი ცხოვრებით არიან ეს ბიჭები და არა მხოლოდ ეს ბიჭები – ყველა, ვინც ომში დაეცა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში, რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახებაც კი დასჭირდათ. შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.