ფეისბუქ-მომხმარებელი მაია დვალიძე სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
ყველა, ვინც შეფარვით პროპაგანდას უწევს გლობალისტური პროექტების რაიმენაირად დანერგვას, არის ერის მოღალატე!!!
“ერთი მზის ქვეშ ვართ ყველა” და “მთავრე ერთნაირად გვინათებს გზებს” და “ყველა ძმები ვართ ცისქვეშეთში” და “ქრისტიანობის მწვერვალია თანასწორობა” და “ყველა ერი ძმები უნდა ვიყოთ ქრისტეში” და ათასი მსგავსი მოძღვრება, პროექტი, ფილოსოფიური სწავლებანი და “სულის კეთილი ფარფატები”- არის ერთი გლობალური პროექტის მრავალსახეობები და ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც მართლმადიდებლობასთან და არც ჩვენი ერის ინტერესთან!
ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით!!!!
განსაკუთრებით მათ ეხებათ, გამყიდველი ლინგვისტების და ისტორიკოსების მიერ კარგად დამუშავებულ პროექტებს რომ “ღვთისნიერმა კაცმა სიზმარში ნახას” აწერენ!!!!
საქართველო ყოველთვის იყო მრავალნაციონალური თავის გეოპოლიტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს იყო გლობალისტური!!!
თვალი გაახილეთ, რას გაჯერებენ და რისთვის გიყენებენ!!!
განსაკუთრებით ის ხალხი, ამ ყველაფერში ქრისტეს და პატრიარქს რომ აკვეხებენ!
საქართველო არის ქცეული ბნელი ძალების პოლიგონად!
არ არის აუცილებელი ტყვიები ცვიოდეს, მენტალური ომი ბევრად საშიში და ტრაგიკულია!
ბოლო 30 წელია ინტენსიურად მიმდინარეობს ქართველი მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერების შეცვლა!!!!!!!
ვიყოთ მეტად დაკვირვებულნი!
ნუ გადავიქცევით უსახურ ბიომასად!
ნუ დავიზარებთ, შევისწავლოთ საკუთარი ქვეყნის ისტორია და სარწმუნოება, რადგან მხოლოდ საკუთარ კულტურაზე დგომა გადაგვარჩენს!!!
ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ, გახადეთ აქტუალური და გაცხადებული გლობალიზაციის საფრთხეები, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ!