პოლონეთის ხელისუფლება ბელარუსის საზღვართან სამხედროების განთავსებას იწყებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშაკის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის უწყებამ 140 საცხოვრებელი კონტეინერის შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც სამხედროები იცხოვრებენ.
ჩვენ ვქმნით დროებით ინფრასტრუქტურას 1-ლი ქვეითი დივიზიის დანაყოფების განსათავსებლად. სულ რაღაც სამ თვეში ჯარისკაცები იქ მუდმივად იქნებიან. ჩვენ ვაძლიერებთ აღმოსავლეთ ფლანგს. ეს არის ინვესტიცია პოლონელებისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებაში“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მანამდე პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არმიის 300 000 ადამიანამდე და დივიზიების ექვსამდე გაზრდას აპირებს.