ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამისათვის ჩაიწერა შესაბამისი ტექსტი საქართველოს კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს დღემდე რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ჩვენთვის ინვესტიციები არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში, კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ხაზარაძე, ვერ მოახერხა ანაკლიაში ინვესტიციების მოზიდვა ვერც დასავლურის, ვერც აღმოსავლურის, ვერც სამხრეთულის. ეს არის მათი არაეფექტური საქმიანობის შედეგი. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს და ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციებისთვის ჩვენი კარი არის ღია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამისათვის ჩაიწერა შესაბამისი ტექსტი საქართველოს კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს დღემდე რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყება ის პროცესი, რომელიც დამთავრდება ანაკლიის პორტის წარმატებითი მშენებლობით“, – განაცხადა კობახიძემ.