“შენ დაუკა „კალმოსანო“, ის იხდის და თქვენ უბერავთ!”- რას აცხადებს გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კულტურის სამინისტროს გაუქმების თაობაზე გამომცემლობა „კალმოსანის“ დამფუძნებლის ხვიჩა ყალაბეგაშვილის ინიციატივას ეხმაურება:

„ერთი „კალმოსნის“ სახელოვნებო აზრი: უნდა შეიქმნას აბსოლუტურად (!) დამოუკიდებელი სტრუქტურა ლიტერატორების! სახელმწიფო მხოლოდ დამფინანსებელი უნდა იყოს! შენ დაუკა „კალმოსანო“ – ის იხდის და თქვენ უბერავთ! თქვენს „ლიტერატურულ“ ოჯახში ბევრნი ხართ ასეთი ჭკვიანები?!“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.