რობერტ სტურუა: ახლა კი, იცინონ, ქართველმა ნეო-რევოლუციონერმა გომბიოებმა და გახრწნილმა “ვითომქართველმა” იუდებმა!

რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავრი რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცლებს:

 

ახლა კი იმ მეხანძრეზე, ვინც ქ რ ი ს ტ ე ს გვირგვინი ცეცხლმოკიდებულ ტაძრიდან გამოიტანა!
ეს გახლავთ პარიზის მეხანძრეების მამაო (კაპელანი) ჟან-მარკ ფურნიე!
როცა მეხანძრეების მანქანა ნოტრ-დამთან მივიდა, უკვე გვიან იყო, ტაძარი ალში იყო გახვეული. ვერავინ ბედავდა შიგ შესვლას. მამაო ფურნიე არც დაფიქრებულა, შევარდა ეკლესიაში, თუმცა ყოველ წუთს ელოდნენ ტაძრის ჩაფერფვლას! როცა ჟან-მარკმა მიახწია ადგილს, სადაც გვირგვინი ინახებოდა, იგი მიხვდა რომ წარმოუდგენელია რელიქვიის გადარჩენა…
სასოწარკვეთილმა პირჯვარი გადაწერა ალს… და ო, სასწაული, ცეცხლმა უკან დაიხია… და ის რამდენიმე წუთი საკმარისი იყო, რომ ღრმად მორწმუნე კაცს გადაერჩინა ეს მსოფლიო განძი!!!
ახლა კი, იცინონ, ქართველმა ნეო-რევოლუციონერმა გომბიოებმა და გახრწნილმა ვითომ ქართველმა იუდებმა!

წყარო