“ჩვენი დიქტატურა” გაცილებით სასტიკია, ვიდრე ბელორუსული: დასავლური ლიბერალური ლობი სხვა იდეოლოგიას აქ 30 წელია არ ახარებს- რევაზ კილასონია

ფეისბუქ-მომხმარებელი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ახუნტრუცებული ქართველი ცეტების გასაგონად, კი ბატონო-ბელორუსიაში ერთი კაცის დიქტატურაა, ჩვენთან კი ლიბერალური “სისტემის დიქტატურა”. სხვა იდეოლოგიას აქ დასავლური ლიბერალური ლობი 30 წელია არ ახარებს, ქოლავს ყველა შესაძლო საშუალებით.
თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს დიქტატურა არ არის, ის დიდ “გაუგებრობაშია” და ამ გაუგებრობიდან თავს ვერასოდეს დააღწევს.

უბრალოდ ჩვენს “დიქტატურებს” შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენი, სისტემის დიქტატურის ქვეშ
ეკონომიკა დანგრეულია,
ტერიტორიები დანაწევრებული, სტრატრგიული ობიექტები “პრივატიზებულია” ოლიგარქიული წრეების მიერ,
საგარეო ვალი იმდენი გვაქვს, ვერასდოროს ვერ გადავიხდით, (თუ გადავიხადეთ) შესაბამისად “სისტემის დიქტატურის” გავლენისგან თავსაც ვერ დავაღწევთ და
რაც შეეხება მოსახლეობის ეთნო/ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ჩვენ კულტურული კოდის/ლოგოსის რეალური დაკარგვის წინაშე ვართ.

ბელორუსიაში კი იმ ერთმა “დიქტატორმა” ეს უბედურებები საკუთარ მოსაეიბას აარიდა.

ასე, რომ ჩვენი “დიქტატურა” გაცილებით სასტიკია,ვიდრე ბელორუსული.

ასეა ეს..

წყარო