თურქეთში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა, თითქმის 50 გრადუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ თურქეთის ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა მეჰმედ ოჟასეკიმ Twitter-ზე დაწერა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, თურქეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ესქიშეჰირის პროვინციაში, ქალაქ სარიჯაკაიაში დაფიქსირდა.
ინფორმაციისთვის, თურქეთში წინა რეკორდი 2021 წლის 20 ივლისს დაფიქსირდა.