სირიაში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა – „ისრაელის სადაზვერვო ოპერაციის შედეგია“

სირიაში, დამასკოს მახლობლად, სამხედრო ბაზაზე იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სავარაუდოდ, ინციდენტი დივერსიის შედეგია.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ცნობით, ინციდენტი სირიის არმიის 81-ე ბრიგადის იარაღის საცავში შუაღამისას მოხდა.

სირიული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელის სპეცსამსახურები არიან.

„აფეთქება ისრაელის სადაზვერვო ოპერაციის შედეგი იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.