ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ორი სამხედრო დაჯგუფება ერთმანეთს დაუპირისპირდა. როგორც Aljazeera წერს, შეტაკებები დედაქალაქის ყველაზე ძლიერ სამხედრო ჯგუფებს 444-ე ბრიგადასა და სპეციალურ შემაკავებელ ძალებს შორის მიმდინარეობს.
ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს იმ რაიონებში შესვლის საშუალება არ ეძლევათ, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობს.
სიტუაცია ორშაბათს, 14 აგვისტოს დაიძაბა და დაპირისპირება მთელი მომდევნო დღის განმავლობაში გრძელდება.
ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქის მცხოვრებლები სახლებიდან გასვლას ვერ ახერხებენ.