500 გამოკვლეული პაციენტიდან არცერთს არ აღმოაჩნდა და ეპიდაფეთქება მაინც ქვია?!

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მესტიაში ეპიდ-აფეთქების ლოკალიზება მალე მოხდება. უკვე ხუთი დღეა მუნიციპალიტეტი მკაცრი შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს.

გრძელდება თერმოსკრინინგი და PCR კვლევა, როგორც კარდაკარის პრინციპით, ასევე დაბა მესტიაში მოწყობილ ე.წ. საველე კარავში.

“ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო სამი საყურადღებო საქმე. იყო ინფიცირების შემთხვევები, რომლებიც ლენჯერს გასცდა და მათი იდენტიფიცირება მესტიაში მოხერხდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უკვე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. პრაქტიკულად დაბა მესტიაში არ დარჩება არცერთი ადამიანი, ვისი ტესტირებაც არ ჩატარდება. ვგფიქრობ, რომ ამ აფეთქების ლოკალიზება მალე მოხდება,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება ყაზბეგშიც. არსებული ინფორმაციით, იქ კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევა ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უკავშირდება.

“რუსთავი2”

 

პ.ს.:

მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

“ინტერპრესნიუსი”