თბილისში კლდე ჩამოიშალა: კვლავ ქვათაცვენა, ამჯერად ქსნის ქუჩაზე – გადაკეტილია რკინიგზის ლიანდაგი

თბილისში, ქსნის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რომელმაც რკინიგზის ლიანდაგი გადაკეტა.

ადგილზე სამართალდამცველები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ადგილობრივების თქმით, ქვათა ცვენა დილის საათებში დაიწყო.

ამ დროისთვის, პერიმეტრი გადაკეტილია.

https://ntv.com.ge/?p=1647