გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მინიტრაქტორს შეეჯახა, რის შემდეგაც მოცურდა და ამობრუნდა.
ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი და ოთხი წლის ბავშვი მძიმე ტრავმებით გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.