კალიფორნიას ტროპიკული შტორმი „ჰილარი“ დაატყდა თავს

კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილს ტროპიკული შტორმი „ჰილარი“ დაატყდა თავს, რამაც ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია დასახლებული რაიონები.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები. 11 ოლქში, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დახურულია სან-დიეგოსა და ორანჯის სანაპიროები, ასევე, ეროვნული პარკები და ნაკრძალები. სავარაუდოდ, არის მსხვერპლიც.