ონის მერის მოადგილემ ლევან შერაზადაშვილმა სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაფართოებულია ძებნის არეალი და დაკარგულებს ეძებენ როგორც ონის, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჯამში – 36 ლოკაციაზე.
„მდგომარეობა არ შეცვლილა, ამ დროისთვის ნაპოვნი არის 28 მიცვალებულის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. დღეს, ქუთაისის პროზექტურიდან სოფელ ლაგვანთაში გადაასვენებენ 3 გარდაცვლილს.
ძებნის არეალი 36 ლოკაციაზეა. გაზდილია ეს პერიმეტრი – როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან შერაზადაშვილმა.
შეგახსენებთ, სტიქია ონის მუნიციპალიტეტში 3 აგვისტოს მოხდა.