დაპირისპირება იყო გორში, სადაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. შელაპარაკების დროს ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა.
ლეიბორისტული პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესაბამისად, რომელიც გარევაჭრობის დაკანონებას ითვალისწინებს, გორში გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზების საშუალება არ ეძლევათ.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ.
„ვთხოვ იმას, რომ გარეთ ვიდგე და ვივაჭრო, რომ პურის ფული წავიღო“, – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ყოველდღიურ აქციებს აანონსებენ, სანამ მათივე თქმით, გარევაჭრობის შესაძლებლობა კვლავ არ მიეცემათ.