საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი ავსტრალიასთან გამართა

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ემზადება. შეჯიბრება სწორედ ოკინავა არენაზე გაიმართება. პირველ მატჩს „ჯვაროსნები“ კაბო ვერდესთან 26 აგვისტოს გამართავენ. მანამდე, 22-ში ავსტრალიასთან საკონტროლო მატჩი გამართეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი ოკეანელებმა მოიგეს, რომლის შემადგენლობაში NBA-ის არაერთი წარმომადგენელია. თუმცა საწყისი 20 წუთის 33:51 წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და მეორე ტაიმში გამარჯვების შანსიც გაუჩნდა. თუმცა საბოლოოდ მაინც ავსტრალიამ გაიმარჯვა – 86:81.