„როდესაც თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდა – ეგრევე „პირად ცხოვრებად“ გაასაღეს და ბოლომდე გადაეფარნენ თავიანთ მოკავშირეს…აი, ასეთი სამარცხვინო ხალხი ცდილობს დღეს მორალისტობას!“ – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თეა გოდოლაძის საქმესთან დაკავშირებით.
„ქართველი ლიბერალების ორმაგი სტანდარტი ორ წინადადებაში როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე გასაჯაროვდა, მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა გადათელა ქართველი ჩოგბურთელი, მოძალადედ გამოაცხადა და ჯვარს აცვა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ დამნაშავე არ ყოფილა. როდესაც თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდა – ეგრევე „პირად ცხოვრებად“ გაასაღეს და ბოლომდე გადაეფარნენ თავიანთ მოკავშირეს… აი, ასეთი სამარცხვინო ხალხი ცდილობს დღეს მორალისტობას!!!”- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს თეა გოდოლაძეს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მას პროკურატურამ 126-ე პრიმა მუხლით წაუყენა ბრალი.
პროკურატურის თანახმად, საქმე აღძრულია თეა გოდოლაძის პარტნიორი მამაკაცის 17 წლის შვილზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე.
აღნიშნულ ბრალდებას გოდოლაძე არ აღიარებს და ამბობს, რომ ის თავად არის დაზარალებული და ახლა, მის წინააღმდეგ „საქმე ააგორა პროკურატურამ“, რასაც გოდოლაძე მის საზოგადოებრივ აქტიურობას უკავშირებს.
17 წლის ბიჭის ადვოკატის ადვოკატი ნინო ბარაჩაშვილის თქმით, თეა გოდოლაძეს ბრალი წარედგინა ამა წლის ივლისში და დღეს გაკეთებული მისი კომენტარი, თითქოსდა შოვში ტრაგიკული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდა პროკურატურის მხრიდან ბრალის წარდგენა, არის სიცრუე.
დაზარალებულის ადვოკატის თქმით, თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა და მას ბრალი აქვს წარდგენილი ამ საკითხთან დაკავშირებით.