„სიმპათიური ბიჭი“ – ჯო ბაიდენი ტრამპზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ყოფილი ხელმძღვანელის და მისი მთავარი პოლიტიკური კონკურენტის დონალდ ტრამპის ციხეში გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტრამპი „კარგი ბიჭია“.

დონალდ ტრამპის ციხის ფოტოსთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ბაიდენმა აღნიშნა: „მე ეს ვნახე ტელევიზიით. სიმპათიური ბიჭია“.