ექსპერტი გია აბაშიძე უკრაინული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საზღვრის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები რუსებმა ძალის გამოყენებით გაიტაცეს, “ნაცპროპაგანდის” მორიგ შავ პიარს უწოდებს.
როგორც გია აბაშიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით განმარტავს, საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად ჩააყენა საქმის კურსში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული და შესთავაზა დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
“ნაცპროპაგანდამ მორიგი ბოროტება შეთითხნა და შეცდომაში შეიყვანა უკრაინული და სხვა მედია. თურმე საქართველო-რუსეთის საზღვართან (ლარსი) 6 უკრაინელი ცხოვრობს, საქართველო მათ არ უშვებს, რუსეთში შესვლის ეშინიათ. ანუ შავი “პიარის” საუკეთესო know-how-თი ჩვენი მესაზღვრეები არიან “სადისტები”, უწყება და მთლიანად ხელისუფლება კი ვითომ პრორუსული.
ამას წერენ ზესამარცხვინო, ფაქტების გადაუმოწმებელი ვითომ ჟურნალისტები და ‘აპიარებენ’ ყველასთვის ნაცნობი ფსევდოაქტორები. რეალობა კი ამგვარია – საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად ჩააყენა საქმის კურსში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული და შესთავაზა დიპლომატიურ მისიას დახმარება მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისა და თანადგომისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ რუსეთის საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო. რუსეთის ციხიდან გამოშვებული უკრაინული შიდა ID-ბარათის მფლობელი უკრაინელების (ოკუპანტების საზღვარი როგორ გადმოკვეთეს?) შეყოვნება მოხდა კანონიერად. თუ არ ვცდები, შიდა ID-ბარათით მიმოსვლა მხოლოდ თურქეთთან და სომხეთთან გვაქვს ურთიერთობა.
ამაზე ხელოვნური სკანდალის ატეხვა, რასაკვირველია, აწყობთ რუბლოვნა ხოშტარიას, რუსეთუმე, გაურკვეველი წარმოშობის, თუმცა თავად ამის დამფარავ მაქარაშვილის კლასტერს. ნაცქაჯებო, თანამედროვე ციფრულ სამყაროში ყველაფერი გამჭვირვალეა! მიხედეთ ვინცხა სოფოს და ქაჯ ხაბეიშვილთა ‘პიარს’”, – წერს გია აბაშიძე.