თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები სოჭში 4 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას Habertürk-ი ავრცელებს.
წყაროების ცნობით, პუტინი და ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ ახალი ფორმულის განხილვას გეგმავენ.
მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, თუმცა, შეხვედრის თარიღი და ადგილი არ დაუსახელებია.