გერმანიაში დეპუტატი უკრაინელების მანქანებზე „სვასტიკის“ დახატვისთვის დააჯარიმეს

გერმანიაში სასამართლომ ქალაქ ბადენ-ბადენის საკრებულოს წევრი დააჯარიმა, რომელმაც უკრაინული ნომრის მქონე ორ მანქანაზე შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერა და გრაფიკული სიმბოლო, ე.წ. „სვასტიკა“ დაახატა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ დეპუტატს „არაკონსტიტუციური ორგანიზაციის სიმბოლოების გამოყენებისა“ და შეურაცხყოფისთვის ჯარიმა 50 დღიური განაკვეთის ოდენობით დაეკისრა. ჯარიმის დღიური ან სრული ოდენობა უცნობია.

გერმანიაში მწვანეებმა, ქრისტიან-დემოკრატების კავშირმა (CDU) და ბადენ-ბადენის თავისუფალმა მოქალაქეებმა მკვეთრად დაგმეს ინციდენტი და დეპუტატს გადადგომისკენ მოუწოდეს.

„ჩემთვის ეს პროცესი აღმაშფოთებელია. თუ ბრალდებები დადასტურდება, ამ ადამიანს გადადგომა მოუწევს“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის საკრებულოში CDU ფრაქციის ლიდერმა ანსგარ გერნსბეკმა.