სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო. განაცხადის წარდგენა შეუძლია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ 18-26 წლის წვევამდელს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ცნობით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის პირობებია:
მორიგეობა სამ დღეში ერთხელ;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სტუდენტებისა და სპორტსმენებისთვის აქტიური ხელშეწყობა.
„საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე წვევამდელები გაივლიან სასწავლო შეკრებას, რომლის დროსაც ისინი: მიიღებენ თეორიულ ცოდნას; კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას საბრძოლო ილეთების ათვისებით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით; უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი და საბაზისო პირობებით.
წვევამდელმა განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინოს:
მიწერის მოწმობა შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან;
საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
სხვა დოკუმენტები განაცხადის წარდგენის შემდგომ.
განაცხადების მიღება შესაძლებელია როგორც ელ. ფოსტით – contact@ssps.gov.ge, ასევე მისამართზე: თბილისი, 9 აპრილის N2.“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.