ჰააგის სასამართლოს მიერ კრემლის ლიდერზე დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი პირველად გეგმავს საზღვარგარეთ ვიზიტს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის ლიდერი ოქტომბერში ჩინეთში ჩასვლას აპირებს, ფორუმზე „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ დასასწრებად. პუტინმა ჩინეთის ლიდერისგან მიწვევა უკვე მიიღო.