კონტრაქტის გაფორმებისა და წარდგენის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე დაუყონებლივ შეუერთდა „აიაქსის“ მოთამაშეებს და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„აიაქსმა“ მიქაუტაძესთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ამსტერდამელები „მეცს“ ტრანსფერში 16 მილიონ ევროს გადაუხდიან, მაგრამ ბონუსების ჩათვლით, ფრანგული კლუბის შემოსავალი 19 მილიონ ევრომდე გაიზარდება.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. მიქაუტაძის თქმით, „აიაქსში“ გადასვლა მისთვის თავიდანვე პრიორიტეტული იყო.