სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ხუთსართულიან კორპუსში ხანძარს სულ მცირე 52 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი იტყობინება.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, მეხანძღეებმა რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლეს და ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.