ფლორიდაში (აშშ) ქალს ბრალად თავისი 3 წლის შვილის მოკვლისთვის ქილერის დაქირავება ედება

ფლორიდის სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, ორ ადამიანს ბრალი სავარაუდო მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის წაუყენეს, მას შემდეგ, რაც ქალმა თავისი 3 წლის შვილის მოკვლისთვის ინტერნეტით ქილერის დაქირავება სცადა. ამის შესახებ NBCnews წერს.

18 წლის ჯაზმინ პაეზმა ერთ-ერთ საიტზე თავისი შვილის მოკვლის შესახებ მოთხოვნა წარადგინა და თავისი მისამართი და შვილის ფოტო ატვირთა.

საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვებსაიტის შემქმნელი მაიამი-დეიდის პოლიციას დაუკავშირდა, რის შემდგომაც გამოძიებაში გამომძიებელი ჩაერთო, რომელიც მოტყუებით დათანხმდა ქალის შემოთავაზებას. ის შვილის მკვლელობისთვის „ცრუ ქილერს“3000 დოლარს სთავაზობდა.

3 წლის ბავშვის დედასთან ერთად მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ბრალი კიდევ ერთ პირს წაუყენეს. ბრალდებული 18 წლის გამალიელ სოზა ნაციონალური გვარდიის წევრია, რომელიც ქალის ამ შეტყობინებას გამოეხმაურა და შემოთავაზებას თანხმდებოდა. ის სასამართლომ 15 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ მას უბრძანა, რომ ზედამხედველობის გარეშე, 18 წელზე უმცროსთან კონტაქტი არ ჰქონოდა.

ცნობისთვის, მედიის თანახმად ვებგვერდზე, სადაც ბრალდებულმა ქალმა განცხადება განათავსა, მსგავსი შინაარსის მქონე განცხადებების გავრცელებაში ადრეც იყო შემჩნეული. ის 2005 წელს კიბერუსაფრთხოების სტარტაპის რეკლამირებისთვის შეიქმნა, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა და როგორც ცნობილია, ამის შემდეგ ის მკვლელობის სერვისების შესახებ მოთხოვნებს იღებდა.