რეზნიკოვს უახლოეს მომავალში თანამდებობიდან გაათავისუფლებენ – უკრაინული მედია

უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს უახლოეს მომავალში თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „მინისტრთა კაბინეტში და უმაღლეს რადაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, პარლამენტი მომავალ კვირას თავდაცვის დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსის გადადგომას განიხილავს. თავდაცვის სამინისტროს კი, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

წყაროების ცნობით, რეზნიკოვი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის პოსტზე განიხილება.

როგორც მედია წერს, თავად უმეროვმა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის თავდაცვის მინისტრის პოზიციას დაიკავებდა.