ნაძირალა ნაციკები – ვინმე ნენე დალაქიშვილი და ლაშა ბერულავა, პოლიცაის მიერ ოჯახის მამის მკვლელობას, ბავშვების თვალწინ, ამართლებენ!

როგორც იცით, უკრაინაში პოლიციელებმა ცოლისა და შვილების თანდასწრებით ზურგში გასროლით ჯუმბერ სილაგავა მოკლეს.

ერთ-ერთი საიტი აქვეყნებს  მასალას, რომელშიც ვინმე ნენე დალაქიშვილის და “ჟურნალისტ” ლაშა ბერულავას მოსაზრებებია გადმოცემული მკვლელობასთან დაკავშირებით. ეს ორი ნაძირალა – ნენე დალაქიშვილი და ლაშა ბერულავა, ამართლებენ უიარაღო ადამიანის მკვლელობას, ფაშისტური რეჟიმის დამქაშების მიერ. ამართლებენ ისე, როგორც ამართლებდნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს ქუჩებში ადამიანების დაცხრილვას. ამ სამარცხვინო მასალას უცვლელად გთავაზობთ, რათა ვიცნობდეთ ჩვენს ნაძირალა თანამემამულეებს:

,,ფოტოები და ვიდეო აქ არ იქნება, რადგან სისხლიან გამოსახულებებს ფბ ბლოკავს, მაგრამ ჩანაწერები არსებობს

დნეპრში მომხდარი შემთხვევის შესახებ (პოლიციელმა ცეცხლი გაუხსნა მოქალაქეს, რომელმაც ჯერ მანქანა არ გააჩერა, შემდეგ პოლიციელებს აგინა, პოლიციელი ქალი ცემა). ქართველი რუსეთუმეები ავრცელებენ ვერსიას, რომ “პოლიცია პირდაპირ ქუჩაში კლავს მათ, ვინც მობილიზაციაზე უარს ამბობს და ომში არ მიდის”, რაც სრული აბსურდია. ჩემმა კოლეგამ, ნენე დალაქიშვილმა ახსნა ძალიან კარგად, მე არაფერს დავამატებ იმის გარდა, რომ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობაა გამოცხადებული და არდამორჩილებისთანავე შეეძლო პოლიციას ცეცხლის გახსნა.

რა მოხდა სინამდვილეში?

ნენე დალაქიშვილი: “დნეპრში მძღოლმა მოძრაობის წესები უხეშად დაარღვია – ქუჩის კამერებზე ჩანს. ასევე კამერებზე ჩანს, რომ საჭესთან კაცი იჯდა.

პოლიციას გაექცა, მერე, როდის როდის გააჩერა, მძღოლმა და მისმა თანამგზავრმა ქალმა ადგილები გაცვალეს. პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, საბუთები წარედგინათ, არ დაემორჩილნენ. მეტიც, პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

კაცი მანქანიდან გადმოვიდა და ბლატაობდა, თქვენ არ იცით, მე ვინ ვარო, მერე მანქანაში დაბრუნდა და ქალს უთხრა, დაძარი, წავედითო. სწორედ ამ დროს, პოლიციამ ქალის დაკავება დაიწყო. ეს კაცი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელი ქალის ცემა დაიწყო. მისი თანმხლები ქალი კაც პოლიციელს ურტყამდა.

სწორედ იმ დროს, როცა კაცი პოლიციელ ქალს უმოწყალოდ სცემდა, მისმა მეწყვილემ გაისროლა და თავდამსხმელი მოკლა.

ქალი პოლიციელი კლინიკაშია გადაყვანილი, მას დამტვრეული აქვს სახის ძვლები, გატეხილი აქვს ცხვირი და დაზიანებული აქვს კიდურები.

გამოქვეყნდა გარე კამერების და სამხრე კამერების ჩანაწერები, სადაც ეს ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, ცხადად ჩანს.

მთვრალი მძღოლი ეთნიკურად ქართველი, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული, გვარად სილაგავა აღმოჩნდა.

მანქანა ეკუთვნის მის ყოფილ ცოლს. ქალი, ვინც საჭესთან იჯდა, მისი ამჟამინდელი შეყვარებულია.

მანქანაში იჯდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი.

როცა პოლიციელებს სცემდა, შვილები უყვიროდნენ: “Папа, гаси ментов!”

ქართველი რუსეთუმეების გავრცელებული ინფორმაცია, რომ კაცი ომში მიყავდათ, ის არ მიყვებოდა და იმიტომ მოკლეს, არის ტყუილი”. – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

წყარო: