იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, ამით მმართველი პარტია პასუხობს ქართული საზოგადოების ნებას

„უცხო ქვეყნების ინტერესების გატარება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება მკაცრ რეაგირებას იმსახურებდა! ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს!“ – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

შაქარიშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის საბოლოო განხორციელების შანსი ფაქტიურად არ არის, პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, ამით, მმართველი პარტია პასუხობს ქართული საზოგადოების ნებას.

„მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის საბოლოო განხორციელების შანსი ფაქტიურად არ არის, პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა! ამით, მმართველი პარტია პასუხობს ქართული საზოგადოების ნებას! სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ ხაბეიშვილებს შორის ზღვარი წაიშალა, ის პრეზიდენტის სავარძლიდან ავანგარდში ჩაუდგა ქვეყნის არევის და ხელისუფლების რევოლუციის გზით ცვლილების პროცესს. ამ ყველაფრის შემდეგ, მას უნდობლობა გამოუცხადა იმ ხალხმა, ვინც ის პრეზიდენტად აქცია! ახლა უკვე ის პარტია იწყებს იმპიჩმენტის პროცედურებს, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდა ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. ყველაზე მეტად დაზიანებული იმ პროცესებიდან სწორედ „ქართული ოცნება“ დარჩა და დიდი დრო დასჭირდა ამ პრობლემებთან გამკლავებას. უცხო ქვეყნების ინტერესების გატარება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება მკაცრ რეაგირებას იმსახურებდა! ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს!“ , – წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი: ?
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.

„ქართული ოცნების“ წევრები შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა დასავლეთის ქვეყნებში გამგზავრებით, „უხეშად დაარღვია კონსტიტუცია“.

შეგახსენებთ, იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, ოპოზიციის ხმების გარეშე მისი აღსრულება შეუძლებელია.