საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ჩვენი მოწინააღმდეგე გერმანია იყო, რომელმაც პირველ ეტაპზე სამივე თამაში მოიგო და საქართველოსთანაც ფავორიტად ითვლებოდა. საბოლოოდ გამარჯვება გერმანიის ნაკრებს დარჩა – 100:73.

გერმანიამ პრაქტიკულად გაინაღდა 1/4-ფინალში თამაში, ხოლო საქართველო მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ვეღარ იფიქრებს. მომდევნო მატჩს ილიას ზუროსის გუნდი 3 სექტემბერს ავსტრალიასთან ჩაატარებს