რუსეთში „ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი, დმიტრი მურატოვი „უცხოეთის აგენტად” გამოაცხადეს

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ „ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი და ნობელის პრემიის ლაურეატი, დმიტრი მურატოვი, „უცხოეთის აგენტად” გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს

კრემლი მიიჩნევს, რომ  მურატოვმა უცხოური პლატფორმები, „რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისკენ მიმართული მოსაზრებების“ გასავრცელებლად გამოიყენა.

ამის მიუხედავად, მურატოვის ხელმძღვანელობით რედაქცია რუსეთში საქმიანობას განაგრძობს. მიუხედავად ხელისუფლების გადაწყვეტილებისა, გააუქმოს რეგისტრაციის მოწმობა. ჟურნალისტების მეორე ნაწილმა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ შექმნა, რომლის საქმიანობა რუსეთში, არასასურველად მიიჩნიეს.

მურატოვთან ერთად „უცხოელი აგენტების“ სიას კიდევ რვა ადამიანი დაემატა, მათ შორის ეკონომისტი კონსტანტინე სონინი, კომიკოსი რუსლან ბელი და რადიო წამყვანი ქსენია ლარინა.