სოხუმის სანაპიროზე დრონი აღმოაჩინეს

სოხუმში, ზღვის სანაპიროზე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

დრონი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს. ადგილზე გამნაღმველები გამოიძახეს. მათ დაადგინეს, რომ უპილოტო აპარატი ზღვაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა და ის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დრონის წარმომავლობა უცნობია.