ესპანეთის ქალაქ მადრიდში ძლიერი წვიმის შედეგად მეტროს რამდენიმე ხაზზე მოძრაობა შეწყდა, ასევე, მოძრაობა შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლის ხაზებზეც. სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები, ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა 1 200-ზე მეტი გამოძახება მიიღეს. ამასთან, სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდი, რის გამოც რამდენიმე მიმართულებით გზა დაიკეტა.