ოლაფ შოლცი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს – მადლობა კეთილი სურვილებისთვის, უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, სოციალურ ქსელში პირველ ფოტოს აქვეყნებს.

შოლცს ფოტოზე ცალი თვალი ახვეული აქვს. გერმანიის კანცლერი მოქალაქეებს მადლობას უხდის კეთილი სურვილებისთვის და წერს, რომ მოუთმენლად ელოდება სახალისო ფოტოებს (მიმებს) პირატებთან დაკავშირებით.

„ყველას მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ვიზუალურად უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია. მოუთმენლად ველი სახალისო ფოტოებს (მიმებს)“, – წერს შოლცი.

მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.