მართალია პრობლემა ძალიან ბევრია,მაგრამ ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ Fitch-ის რეიტინგზე კომენტირებისას განაცხდა.
მისი თქმით, არის ოზიტიური მოლოდინი, რომ მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება და ინვესტორები კიდევ უფრო კონფორტულად იგრძნობენ თავს საქართველოში.
„ეკონომიკური განვითარების ექვსი თვის სტატისტიკა როდესაც გამოქვეყნდა, მაშინაც ვამბობდი, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პირველი საიმედო ნიშნები უკვე არის. მართალია, პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება. Fitch-ის გადაწყვეტილებამ, რომელმაც ჩვენ უცვლელად დაგვიტოვა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინვესტორებიც სწორედ ასე აფასებენ, მათ შორის უცხოელი ინვესტორები და ადგილობრივი ინვესტორები, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინსტუტუტებთან თანამშრომლობის გამო, ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას, ეს მოლოდინია ზუსტად. პოზიტიური მოლოდინი, რომ მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება და ინვესტორები კიდევ უფრო კონფორტულად იგრძნობენ თავს საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
“იმედინიუსი”