11-20 სექტემბერს სომხეთში აშშ-სა და სომხეთის ერთობლივი წვრთნები „Artsiv partners 2023“ გაიმართება. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წვრთნების მიზანი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციების დარგში გამოცდილების გაზიარება და ასევე, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის „ოპერატიული პოტენციალის კონცეფციის“ გეგმური შეფასებისთვის სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაზრდა“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წვრთნები სასწავლო ცენტრის, „ზარის“ ტერიტორიაზე ჩატარდება.