“კიდევ ერთხელ დაგიდასტურდათ ჩემი ნათქვამი, ქოცებო, რომ იდიოტები ხართ” – გულბაათ რცხილაძე

ჩემი წინა რეპლიკის შემდეგ, რომ ვინც პრეზიდენტ ზურაბის იმპიჩმენტის თემა შემოაგდო “ქოცნებაში”, ის მავნებელი იდიოტია-მეთქი, ადრესატებში დიდი გულისწყრომა გამოიწვია. მიპასუხეს პრინციპით – “სამ დურაკ” ანუ თავად ხარ იდიოტიო.

თუმცა მხოლოდ იდიოტებმა ვერ გაიგეს, რომ როდესაც მადამ ზურაბი ანუ ჩვენი პრეზიდენტი, უკვე მას შემდეგ, რაც იგი ჯერ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიიღეს, სოლიდურ პოლიტიკურ ფიგურად იქცა (თავისი პიროვნული თვისებებისაგან დამოუკიდებლად). ეს სოლიდურობა განპირობებულია იმით, რომ ევროპელმა ლიდერებმა მადამ ზურაბი “ქოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გაჟღერებული აკრძალვების შემდეგ მიიღეს ანუ ფეხებზე დაიკიდეს ჩვენი მმართველი პარტიისა და მთავრობის მოსაზრება.

“საკონტროლო გასროლა” ქოცებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან მოხვდათ. მაკრონმა თავისი სპეცსამსახურების რეზიდენტი – უკაცრავად, საქართველოს პრეზიდენტი, მას შემდეგ მიიღო, რაც გამწარებულმა ქოცებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს.

ახლა არ თქვათ, ქოცებო, რომ შტაინმაიერმა და მით უფრო, მიშელმა არ იცოდნენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და პრეზიდენტი ზურაბი თავიანთი უვიცობით მიიღეს. მით უმეტეს არ თქვათ, რომ მაკრონმა არ იცოდა ეს და პრეზიდენტ ზურაბის წინააღმდეგ თქვენს მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება.

ყველამ ყველაფერი იცოდა და იცის! მაგრამ, ყველამ მოგაფურთხათ! დიახ, ეს ამას ნიშნავს, როდესაც თქვენი განცხადებების მიუხედავად, ევროპული დედაქალაქებიდან დუმილია და ამ განცხადებების საპირისპირო კეთდება!

ახლა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმების დაგროვების შესაძლებლობა რომც გქონდეთ, ამას აღარ გააკეთებთ (თუ სულ მთლად არ დაგიკარგავთ გონება და რეალობის შეგრძნება). ვფიქრობ, რომ ამდენს კი ხვდებით – ევროპელი ლიდერები ირიბად გეუბნებიან, რომ თქვენი განუყოფელი ბოგინი მთავრდება.

თქვენ კი, ჯიუტად, არ გნებავთ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება, გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, რომ აღარ იყოთ ასე ტოტალურად ევროპა-ამერიკაზე ჩამოკიდებულები. მაგრამ “ხსნა” თქვენ ჩინეთთან მოგონილი ე. წ. “სტრატეგიული პარტნიორობაში” ნახეთ (თქვენი ჭკუით). ამ დროს, ჩინეთი თქვენ გიყურებთ მხოლოდ როგორც ქართული დერეფნის უსტაბაშებს და აქ სხვა არსებითი ხასიათის ინტერესს ვერ ხედავს. ჩინეთის ელჩმა ძალიან გრილად, დიპლომატიურად თქვა კიდეც, რომ ჩინური კომპანიები ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩაებმებიან, თუკი “საამისო პირობები” იქნებაო. ანუ ეს პროექტიც გარანტირებული ბოლომდე არ არის, თუკი ჩინეთის ტრადიციულად მაღალი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ჩინელები კი საქართველოსნაირ ქვეყნებთან არანაირ დათმობებს ჩვეულნი არ არიან.

ამიტომ, ერთადერთი გზა არის რუსეთთან დაახლოება, თუკი ხელისუფლებას სურს, დასავლეთის დიქტატს თავი დააღწიოს. მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ არ სურს ეს ხელისუფლებას. მას მხოლოდ შიდა კონკურენტების ჩაძირვა სწადია და დასავლეთთან ერთპიროვნულ ურთიერთობას ესწრაფვის.

დავუბრუნდები რეპლიკის ძირითად თემას – პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემის გააქტიურების მიზანშეწონილობას. მადამ ზურაბის ევროპული ვიზიტზე თვალი უნდა დაგეხუჭათ და ნეიტრალური კომენტარები გაგეკეთებინათ, ნაცვლად ისტერიკის ატეხვისა. ახლა უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდით – ისეთში, როგორშიც თქვენს მიერ შეკოწიწებული “ხალხის ძალა” აღმოჩნდა, 8 მარტს გადაფურთხებულის ალოკვის შემდეგ.

ახლა რაც შეეხება თემას – სალომესაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს და “ქოცნებასაცო”. სავსებით შესაძლებელია და დიდი ალბათობაა ამისი. მაგრამ, სალომე არ არის ბიძინას საკუთრება; მადამ ზურაბი დასავლეთის გავლენის აგენტურაა, საფრანგეთის პირდაპირი ხელთდასმული. ანალოგიურად, როგორც, ბიძინას “ქოცნებაც” სულ თავისი ჰგონია, მაგრამ იქაც უმეტესობა დასავლეთის აგენტია და მოსყიდული ორგული.

 

გულბაათ რცხილაძე