აშშ უკრაინას მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

GIF resized on https://ezgif.com/resize

როგორც ტელეკომპანია CNN-ი აღნიშნავს, დახმარების ახალი პაკეტი სამხედრო, ჰუმანიტარული და საბიუჯეტო დანიშნულებისაა.

“მიმდინარე კონტრშეტევაში პროგრესი დაჩქარდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს ახალი დახმარება ხელს შეუწყობს მის შენარჩუნებასა და შემდგომი იმპულსის შექმნას”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რაც შეეხება დახმარების სამხედრო კომპონენტს, ის მოიცავს საჰაერო თავდაცვის დამატებით აღჭურვილობას, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, მათ შორის გაღარიბებული ურანის შემცველ სატანკო ჭურვებსა (Abrams-ის ტანკებისთვის) და სხვა აღჭურვილობას.