პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის წინააღმდეგ გამოვიდა.

მაკრონი აცხადებს, რომ პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადის.

„პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის. რუსეთს, როგორც ქვეყანას, არ აქვს ადგილი იმ დროს, როდესაც ის სამხედრო დანაშაულებს სჩადის უკრაინაში. კითხვა, რომელსაც ოლიმპიურმა სამყარომ უნდა უპასუხოს არის ის, თუ რა ადგილი უნდა დაუთმოს რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვარჯიშობდნენ შეჯიბრებებისთვის, მაგრამ შესაძლოა ამ რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ“, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განასხვაონ სპორტსმენები, რომლებიც რეალურად არიან რუსეთის ხელისუფლების ქმედებების თანამონაწილეები და ისინი, ვინც რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ. ამ თვალსაზრისით, IOC (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი და გასაგები იქნება უკრაინელებისთვის.

„ეს არის ბალანსი, რომელიც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პარიზში ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.