უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი ლართან მიმართებაში 8 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6251 ლარი ეღირება, ევრო – 2.8112 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2706 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6268 ლარი ღირდა, ევრო – 2.8209 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2977 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 სექტემბერს ამოქმედდება.

რაც შეეხება რუსული რუბლის კურსს – დღეს 1 ლარი 37,5 რუბლის ტოლია !