ვაშაძე: საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში არ იყო გამჭვირვალე, არც თავისუფალი და არც სამართლიანი

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

 

“მე მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა დემოკრატიის მებრძოლებთან, რომლებიც ბელორუსის ქუჩებში პროტესტს გამოხატავენ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის. კანონის უზენაესობა ყველასთვის უნდა იყოს დაცული, დაცული უნდა იყოს ბელორუსელი დემონსტრანტების უფლებები. დემონსტრაციის თავისუფლება არ უნდა დაირღვეს და დემონსტრანტები, რომლებიც მოითხოვენ გამჭვირვალობას და დემოკრატიას, არ უნდა დაზიანდნენ!

მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც პროვინციაში ბნელ დროს გვახსენებს და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა.”

“ალია”