აშშ უკრაინის ფინანსურ დახმარებას 24 მილიარდი დოლარით გაზრდის – აშშ-ის ფინანსთა მინისტრი

აშშ-ის ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის ფინანსურ დახმარებას 24 მილიონი დოლარით გაზრდის.

„ჩვენ ვრჩებით უკრაინის მხარდამჭერად და ცოტა ხნის წინ წამოვაყენეთ მოთხოვნა დამატებითი დაფინანსების შესახებ. მოხარული ვარ, რომ უკრაინის მხარდაჭერაა კონგრესის ორივე პალატაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დაფინანსების უზრუნველყოფას“, – თქვა იელენმა.

მანამდე კი, რესპუბლიკური პალატის სპიკერმა კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ 24 მილიონი დოლარის დახმარების გაწევის შესახებ არ აპირებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნის დაკმაყოფილებას.