სუროვიკინი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა – ISW

რუსეთის საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს „ვაგნერთან“ კავშირის გამო, ახალ თანამდებობაზე დანიშნეს. ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ ავრცელებს.

სამხედრო ექსპერტების აზრით, ნაკლებად ცნობილმა ადგილობრივმა რუსულმა მედიამ 10 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი სუროვიკინს საჰაერო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას.

ამიერიდან სუროვიკინი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელი იქნება დსთ-ს წევრი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემის ზედამხედველობასა და ფუნქციონირებაზე.

სუროვიკინი ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების სარდლობას 2017 წლის 31 ოქტომბრიდან.

2023 წლის იანვარში იგი მეთაურობდა რუსეთის ჯარების გაერთიანებულ ჯგუფს უკრაინაში, ხოლო 2023 წლის 11 იანვრიდან მსახურობდა მეთაურის მოადგილედ.