სანდრო ბრეგაძე: გუშინდელი ჩხრეკის შემდეგ ჩემი 84 წლის მამა და 82 წლის დედა არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში…ოჯახის აწიოკება იყო მიზანი?

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში გზავნილას აქვეყნებს:

 

გუშინდელი ჩხრეკის შემდეგ ჩემი 84 წლის მამა და 82 წლის დედა არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში !!! თვით მხედრიონსაც კი არ უკადრებია 1992 წელს აკადემიკოს ანზორ ბრეგაძის სახლის გაჩხრეკვა !!! საჯაროდ ვუხდი ბოდიშს ჩემს მოხუც მშობლებს და არასრულწლოვან შვილებს რომ ჩემს გამო ასეთი საშინელება იხილეს !!! მივმართავ ჩემს “მეგობრებს” მთავრობიდან – როდესაც უპატიოსნესი მეცნიერის სახლის ჩხრეკის ბრძანებას იღებდით – არ შეგრცხვათ ??? რა უნდა გეპოვათ იქ გარდა ფილოსოფიური წიგნებისა და ბიბლიოთეკისა ??? თუ ოჯახის აწიოკება იყო მიზანი ??? როდესაც ადამიანებს თანამდებობა მორალს აკარგვინებს,მას მერე სიბნელე იწყება !!! ოდესღაც შევხვდებით და თვალებში ჩახედვა მაინტერესებს,სხვა არაფერი !!! უნდა აღინიშნოს ისიც,რომ პოლიციაშიც აღმოვაჩინე პატრიოტი და ვაჟკაცი ადამიანები !!!

წყარო