რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა უპრეცედენტო ისტორიულ დონეს მიაღწია – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აქვს.

პუტინის თქმით, ჩინეთი ტრადიციულად იღებს მონაწილეობას აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში.

„სიამოვნებით მივიღე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. მან პირადად მიიღო მონაწილეობა ფორუმში. ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ, გადასცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები ჩინეთის პრეზიდენტს“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას და სი ძინპინს მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

მან, ასევე, დასძინა, რომ მოსკოვმა და პეკინმა უკვე მიაღწიეს ურთიერთობების უპრეცედენტო მაღალ დონეს და აპირებენ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

„რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ, ბოლო წლებში, აბსოლუტურად უპრეცედენტო ისტორიულ დონეს მიაღწია. ამ მუშაობას ერთად გავაგრძელებთ“, – დასძენს პუტინი.