ირაკლი კობახიძე: კუბილიუსებსა და სააკაშვილებს ერთი პატრონი ჰყავთ

კუბილიუსებსა და სააკაშვილებს ჰყავთ ერთი პატრონი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს სუბიექტური, ძალიან მიკერძოებული ინტერესი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, რადგან კანდიდატის სატატუსის მიღება „ქართული ოცნების“ რეიტინგზეც აისახება. რაც შეეხება ოპოზიციას, მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ძალიან კარგად ჩანს, ვის რა სუბიექტური ინტერესები აქვს. ჩვენ გვაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ მივიღოთ სტატუსი, ოპოზიციას კი ეშინია კანდიდატის სტატუსის მიღება, იმიტომ, რომ ამით ჩვენ გავმაგრდებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.