“რომც დაჯამებულიყო ბაქრაძის ხმები დღეს უკვე ქოცებში გადამხტარ გრიგოლ ვაშაძესთან, მაინც ვერ იგებდა პირველ ტურში. (ვერ აგროვებდა ვაშაძე და ბაქრაძე ერთად 50 პროცენტზე მეტს, სასწაული რომ მომხდარიყო და დაჯამებულიყო წმინდად). იგონებს რეალობას, იმისთვის რომ საკუთარ სურვილებს მოარგოს.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.
ამ მოგონილმა რეალობამ ჩასვა რძის პროდუქტების კონტეინერში და ჩააგდო ასეთ დღეში. ვინც მოგონილ რეალობას ფანტავს და მიწაზე აბრუნებს, ის უნდა “განულდეს”. ამ მოგონილი რეალობის შეთითხვნას ემსახურება მთელი მისი პარტიული და მედია მანქანა (და უპასუხისმგებლოდ მოთქვამენ, რომ თურმე, მოგონილ რეალობაში ცხოვრებამ, მესამე პრეზიდენტი ბიძინას დილეგამდე მიიყვანა, რომლისთვისაც მზად აშკარად არ აღმოჩნდა).”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.